ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ახია ჩემზე – ღარიბაშვილი ოპერად არ მივიღე, ახია – მდინარაძე დავიჭირე, გამომძიებელი იყო ვაკეში…” – ოქრუაშვილი

“ახია ჩემზე – ღარიბაშვილი ოპერად არ მივიღე ქალაქის სამმართველოში და ჯერ პრემიერ-მინისტრი გახდა, მერე თავდაცვის მინისტრი. ანუ, რომ არა მე, ესეთ კარიერას ვერ გაიკეთებდა. ოპერად დარჩებოდა. კიდევ ახია – მდინარაძე დავიჭირე, გამომძიებელი იყო ვაკეში… კაბინეტში მოვიყვანე და ვუთხარი ორ კვირაში გაგიშვებ, რადგან არ გეკუთვნოდა დაჭერამეთქი (მსუბუქად მიქარა და ისე გაება). ესენი, ერთი რომ დამენიშნა და მეორე რომ არ დამეჭირა ასეთ სიმაღლეებს ვერ მიაღწევდნენ… ასე იწრთობოდა ფოლადი…”

ირაკლი ოქრუაშვილი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი

აღნიშნული განცხადება ოქრუაშვილმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს “მინისტრის საათის” ფორმატში საპარლამენტო ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლისას პოლიტიკურ ოპონენტებს დესტრუქციული ძალა უწოდა. 

იტვირთბა....