გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ გიორგი კანდელაკის სვილი თარაშ კანდელაკი პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტილებიტ მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებად სწორედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
დაცვის მხარემ სასამართლოს კანდელაკის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ 20 ათას ლარიანი გირაოს გადახდა და გარკვეული შეზღუდვების დაწესება შესთავაზა, თუმცა მოსამართლებ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
თარაშ კანდელაკს, 7 ივნისს გორში მომხდარი ინციდენტის დროს, 18 წლის ერეკლე თედლიაშვილისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.