“ეს არის კატასტროფა ქართული ოცნების ხელისუფლებისათვის და ბიძინა ივანიშვილს, პრაქტიკულად, გამოსავალი არ რჩება ამ ვერდიქტის შემდეგ, ან ის უნდა შეეგუოს, რომ არჩევნების გზით წავიდეს ხელისუფლებიდან და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება განწირული კატასტროფული წაგებისთვის, ან უნდა შეეგუოს, რომ როგორც კი მას სანქციებს დაუწესებენ, თავად ქართული ოცნების წარმომადგენლები გაუსწრებენ ერთმანეთს, ვინ უფრო სწრაფად დატოვებს ბიძინა ივანიშვილს.”
ნინო ბურჯანაძე – “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი
ამის შესახებ ბურჯანაძემ, “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ახლად გამოქვეყნებულ სტრატეგიაში – Report USA, რომელსაც 13 ამერიკელი კონგრესმენი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.