რუსული სააგენტო “პრაიმ-კრაიმის” ინფორმაციით, ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდი“, საჩინო გეგეჭკორი კორონავირუსით გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია სააგენტომ სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთი კლინიკიდან მიიღო.
“პირველი კანონიერი ქურდი, რომელიც კორონავირუსით დაიღუპა” – ასეთი ქვესათაურით აქვეყნებს სიახლეს რუსული საინფორმაციო საშუალება.
როგორც ირკვევა, კრიმინალური ავტორიტეტი 70 წლის იყო და მისი იმუნური სისტემა მზად ვერ აღმოჩნდა COVID 19-თან საბრძოლველად. ის სანკტ-პეტერბურგში დაინფიცირდა.