ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“- აშშ-ის ანგარიში

აშშ-ის ეროვნულმა უსაფრთხოებამ 13 კონგრესმენის ხელმოწერით ახალი ანგარიში – „ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა“, გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ბიძინა ივანიშვილზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ  ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართულია.

ანგარიშში საუბარია, რომ აუცილებელია, რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიის ლიდერების წინააღმდეგ სანქციები დაწესდეს, რათა კრემლის სასარგებლოდ საქმეების გაგრძელება ვეღარ შეძლონ.

“სანქციების დაწესება რუსეთის პროპაგანდის ხელმძღვანელებსა და სხვა ქვეყნებში პუტინის სასარგებლოდ მოქმედ რუსეთის მარიონეტებზეც უნდა მოხდეს. სანქციები არ შეხებიათ პუტინის იმ გულითად უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ძირს უთხრიან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტს,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

ამ კონტექსტში დოკუმენტში ნახსენები არიან უკრაინელი ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი და „საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი.

„ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, რომელიც პუტინის ახლო მოკავშირეა, რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ავტორები გასცემენ რეკომენდაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიმუშაოს სია, რომელიც ჩამოთვლის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქებს, რაც დაეხმარებოდა კონგრესს, გადაეწყვიტა სანქციების დაწესების საკითხი, რომელიც გარკვეულ პირებს თუ ორგანიზაციებს კრემლის სასარგებლოდ მუშაობაში ხელს შეუშლიდა.

იტვირთბა....