“იქმნება ილუზია საზოგადოებაში, რომ ჩვენ უკვე დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, გავიმარჯვეთ და რომ შეგვიძლია, ისევ ისე დავუბრუნდეთ იმავე ცხოვრების რიტმს, რაც გასული წლის ამ დროს იყო. არა ბატონებო, კორონავირუსული ინფექცია, პანდემია გრძელდება მთელ მსოფლიოში, კორონავირუსი ცირკულირებს ჩვენს ქვეყანაში და ამ ტიპის მიდგომა და ილუზიის შექმნა შეიძლება, აღმოჩნდეს ძალიან მაღალი რისკის შემცველი. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი
აღნიშნული განცხადება გამყრელიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.
მისივე თქმით, დღეს დაფიქსირებული ხუთი ახალი შემთხვევიდან პირველწყაროზე ვერ გადიან.