“ჩვენ მიერ მოპოვებული მონაცემები ცხადყოფენ, რომ იშვიათია უსიმპტომო ადამიანმა მეორე ინდივიდს ინფექცია გადასდოს. ეს ძალიან იშვიათია. მრავალი ანგარიში გვაქვს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კონტაქტებს დეტალურად იკვლევენ. ისინი უსიმპტომო შემთხვევებს მიჰყვებიან და ვერ პოულობენ მეორად გადაცემას. ეს ძალიან იშვიათია.”
აღნიშნული განცხადება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ გაავრცელა.