აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ქვეყნის მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, საუბარი შედგა ამომრჩეველთა მოსყიდვის და დაშინების შესახებ საჩივრების განხილვასთან დაკავშირებით.
ელჩის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას, მნიშნელოვანი ფაქტორია, ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესების მიმართ.
“გვქონდა შესაძლებლობა ასევე გვესაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ექსტრადიციები და საქართველოსა და აშშ-სთვის საინტერესო სხვა სამართლებრივი საკითხები. ვთვლი, რომ გენერალური პროკურატურა მზადაა აიღოს უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა შემოდგომაზე, რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ სრული ნდობა საარჩევნო პროცესების მიმართ”, – განაცხადა კელი დეგნანმა.