“კანონი და წესრიგი, და არა ძარცვა და პოლიციის გაუქმება. რადიკალურად მემარცხენე დემოკრატები სულ გაგიჟდნენ!”
დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი
აღნიშნული განცხადება ტრამპმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, ამერიკაში აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები არ წყდება. აშშ-ს მასშტაბით 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.
დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ თეთრი სახლის სიახლოვეს. თუმცა, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად ამერიკელი სამხედროები გაგზავნოს.