ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს არ არის ამბავი, ეს ყალბი პროპაგანდაა, ცდილობენ, აშშ-სა და საქართველოს შორის ნდობას ძირი გამოუთხარონ – ელიზაბედ რუდი ლუგარის ლაბორატორიაზე

აშშ-ის ელჩის მოვალეობის ყოფილმა შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბედ რუდმა სომხურ მედიასთან ინტერვიუში, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით განცხადება გააცრცელა.

როგორც რუდი აცხადებს, ლაბორატორიაზე დეზინფორმაციის გამავრცელებლების მიზანი შიშის დათესვაა.

“მათი ტაქტიკა, ვინც პროპაგანდისთვის ამ ტიპის დეზინფორმაციას იყენებს, შიშის დათესვაა. და რა შეძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე იდეა, რომ ბიოლოგიური იარაღი მზადდება.

მაგრამ, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს სიმართლე არ არის. ეს ყალბი ამბავია, დეზინფორმაციაა. ეს არ არის ამბავი, ეს ყალბი პროპაგანდაა.

ადამიანები, ვირუსის გამო შეშინებულები არიან და ისინი იყენებენ ამ დეზინფორმაციას შიშის გაძლიერებისთვის. ცდილობენ, გააძლიერონ უნდობლობა მოსახლეობას და მთავრობას შორის. ასევე, ძირი გამოუთხარონ ქვეყნებს [აშშ-სა და საქართველოს] შორის ნდობასა და თანამშრომლობას, რომლებიც ერთად უნდა ებრძოდნენ პანდემიას”, – განაცხადა ელისაბედ რუდმა.

იტვირთბა....