“მთავრობის რეგულაციებით იკრძალება ისეთი ღონისძიებები როგორიცაა: ქორწილის, იუბილეს, ქელეხის და მასობრივი თავშეყრის ადგილებში შესაბამისი სოციალური ღონისძიებების გამართვა. იცით, რომ 10 პირამდე შეკრებაა ნებადართული საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ ასეთი მასშტაბური ხასიათის ღონისძიებები აკრძალულია და თუკი ასეთი რამ მოხდება, ეს ჩაჯდება მძიმე დარღვევაში და ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 2 000 ლარიანი სანქციით და იურიდიული პირები 10 000 ლარიანი ჯარიმით.”
ანრი ოხანაშვილი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ამის შესახებ ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც კანონპროექტს განიხილავენ.
პროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება. ხოლო, პირბადის გარეშე დახურულ საჯარო სივრცეში მოქალაქის დაშვებისთვის იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.
ამასთან, თუ ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ეუძლია, არ დაჯარიმდება.