aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდიდან დაჯარიმდებიან მოქალაქეები პირბადის გარეშე სიარულისთვის

aviabiletebi
ავიაბილეთები

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებები შედის. საკითხს პარლამენტი ბიუროს სხდომაზე დღეს განიხილავენ და დაამტკიცებენ.

პროექტის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება. ხოლო, პირბადის გარეშე დახურულ საჯარო სივრცეში მოქალაქის დაშვებისთვის იურიდიული პირი  500 ლარით დაჯარიმდება.

პირბადეების ტარება სავალდებულოა დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას, თუ ფიზიკური პირი არ დაიცავს ამ წესს, ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი არ უზრუნველყოფს იმას, რომ ფიზიკური პირი მხოლოდ პირბადით შევიდეს და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს კონტროლს, გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

პირბადის ტარება სავალდებულოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროსაც. რაც შეეხება ტაქსებს, მძღოლი და მგზავრი ვალდებულნი არიან, ატარონ პირბადე.

ცვლილებები ასევე ეხება იზოლაციისა და კარანტინის წესის სხვა დარღვევებს, რისთვისაც ფიზიკური პირი დაჯარიმდება 2 000, ხოლო იურიდიული პირი -10 000 ლარით.

იტვირთბა....