ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მამაკაცმა ფანჯრიდან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, სპეცრაზმელებმა ის დაჭრეს და მოგვიანებით გარდაიცვალა – შემთხვევა მოსკოვში

რუსეთის მოქალაქე, რომელმაც მოსკოვში, ქუჩაში კორპუსიდან ცეცხლი გაუხსნა გამვლელებს, სპეცრაზმის წარმომადგენლებმა სპეცოპარეციის დროს დაჭრეს. ის მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

თვითმხილველები ყვებიან, რომ კორპუსის ფანჯრიდან 20 წუთის განმავლობაში, ავტობუსის გაჩერებაზე მდგომი ხალხის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდა მამაკაცი.

“ძაღლს ვასეირნებდი, ისეთ ხმები შემომესმა, მივხვდი, ვიღაც ფანჯრიდან ისროდა და სახლისკენ გავიქეცი. შემდეგ შევხედე, სადარბაზოსთან ვიღაც მამაკაცი ფეხზე იკიდებდა ხელს, დაჭრილი იყო და ვერაფრით მიხვდა საიდან ესროდნენ, ან რატომ. მილიცია მალე მოვიდა და მოლაპარაკებები დაიწყო” – ამბობს თვითმხილველი.

სპეცოპერაციის შედეგად მოძალადე დაჭრილი იყო. როგორც თვითმხილველებმა ნახეს, მას ზურგი სისხლიანი ჰქონდა იმ მომენტში, როცა საავადმყოფოსკენ მიჰყავდათ.

“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, სპეცრაზმელებმა სამჯერ გაისროლეს და როგორც ჩანს, ერთი ტყვია მას ზურგში მოხვდა, რომელიც საბოლოოდ საბედისწერო აღმოჩნდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ მოძალადის დაკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან ის მანამდე, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ასე რომ, ამ ეტაპისთვის სროლის მოტივი უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაღუპული, ქარხანა “ნამგალი და უროს” ყოფილი დირექტორი დიმიტრი პავლოვი იყო. მის სახლში იპოვეს ცარიელი არყის ბოთლები. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ახალი გაცილებული იყო ცოლთან.

 

იტვირთბა....