“მიმაჩნია, რომ 2012 წელს ჩვენ რისთვისაც გავერთიანდით და ვიბრძოდით, ის მიზანი და ის ბრძოლა არ არის ბოლომდე მიყვანილი და არ არის შედეგი მიღწეული. ამიტომ არ მიმაჩნია სწორად, თუ შედეგს ვერ მივაღწიეთ, სახლში უნდა წავიდეთ და ბრძოლაზე უარი ვთქვათ. მინდა, რომ ის პოლიტიკური ძალა რომლის ჯარისკაციც მე ვიქნები, სახალხო პოლიტიკური ძალა იყოს და მეც მომცეს საშუალება, რომ ვემსახურო ხალხს და ქვეყანას, და არა ვიღაცის კერძო ინტერესებს, ვინც არ უნდა იყოს ეს”
გედევან ფოფხაძე, “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” ერთ-ერთი დამფუძნებელი
“ფორმულა”
შეგახსენებთ, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, რომლებიც მმართველი პარტიიდან სხვადასხვა დროს წამოვიდნენ, ახალი პოლიტიკური პარტიის – “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” – პრეზენტაცია გამართეს.
არსებული ცნობით, გაერთიანებას ბექა ნაცვლიშვილი ჩაიბარებს, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე, წევრები კი მარიამ ჯაში, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი იქნებიან.