პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია-პერფორმანსი გაიმართა.
ქცია-პერფორმანსის მონაწილეთა თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა 8 მარტის შეთანხმების შესრულებაა.
აქციის მონაწილეებმა რეზიდენციასთან ბანერები მიიტანეს.
დემონსტრანტების ინფორმაციით, ბანერებზე სხვადასხვა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებებიდან ციტატები ეწერა, ციტატები საქართველოს ეხებოდა.