ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინგა გრიგოლია TV პირველის დირექტორობის პოსტს ტოვებს

ინგა გრიგოლია TV პირველის დირექტორის პოსტს ტოვებს – ამის შესახებ გრიგოლიამ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც გრიგოლია აცხადებს, გადაწყვეილება იმიტომ მიიღო, რომ “ტვ პირველის” დირექტორობით ძალიან ბევრ მეგობარს და ოჯახის წევრს აწყენინა.

“რა უფრო ძვირფასია ჩემთვის? ოჯახი თუ საქმე, რომელსაც ვაკეთებ? ორივე! ორივე ძალიან მიყვარს, ვერც ერთს ვერ შეველევი. თუმცა, აღმოვაჩინე, რომ არ მინდა ჩემი დირექტორობით ტკივილი მივაყენო ჩემთვის ძვირფას ადამიანებს ,რომლებსაც, ცხადია, გაუჭირდებოდათ იმის გაგება, რომ დირექტორი არ ერევა ჟურნალისტების საქმიანობაში.

ამიტომ გადავწყვიტე, მოვიხსნა ეს პასუხისმგებლობა, რომ არ დავაზარალო არც საქმე და არც ოჯახი. რომ როდესმე, ჩემი ტელევიზიის ჟურნალისტების თავისუფლებაზე არ მოვახდინო თუნდაც ირიბი გავლენა . ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს გადაცემებში რაიმეს არ გავაშუქებ, იგივე სიმწვავით და ობიექტურობით, როგორც აქამდე მიკეთებია”, – წერს გრიგოლია.

ინგა გრიგოლია ტვ პირველის გენერალურ დირექტორად 2019 წლის 16 ოქტომბერს დაინიშნა.

იტვირთბა....