aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

იტალია იმედს გამოთქვამს, რომ მათი მოქალაქეებისთვის საზღვრები 15 ივნისიდან გაიხსნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“იმედი გვაქვს, ევროკავშირის ქვეყნები იტალიის მოქალაქეებისთვის საზღვრებს 15 ივნისს გახსნიან”, – ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ განაცხადა.

„15 ივნისი ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი თარიღია”, – განაცხადა ლუიჯი დი მაიომ და დასძინა, რომ იმედი აქვს, ევროპის ქვეყნები სასაზღვრო შეზღუდვებს იტალიის ყველა ნაწილში მცხოვრები მოქალაქეებისთვის გააუქმებენ.

შეგახსენებთ, იტალიამ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებისთვის სასაზღვრო შეზღუდვები 3 ივნისიდან გააუქმა.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსის 234 500 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 33 770 ადამიანი გარდაიცვალა.

იტვირთბა....