ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტურიზმის აღდგენა ძალიან დიდი გამოცდა იქნება” – თენგიზ ცერცვაძე

„ეს იქნება ძალიან დიდი გამოცდა, იმიტომ რომ შეზღუდვების მოხსნის პირობებში საზოგადოებამ მაინც შეინარჩუნა ის ჩვევები და ქართველებმა გამოავლინეს მათთვის არადამახასიათებელი მობილიზება და პასუხისმგებლობის გრძნობა და ამიტომ შეზღუდვების მოხსნა კარგად გადაიტანეს. ჯერ ზღვაზე გასვლის მასობრივი სეზონი და შემდეგ უკვე საერთაშორისო ტურიზმის გახსნა იქნება ძალიან დიდი გამოცდა“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდ გამოწვევას სწორედ საერთაშორისო ტურიზმის აღდგენას წარმოადგენს და სახელმწიფომ უნდა მოახერხოს ოქროს შუალედის პოვნა ისე, რომ ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლის სურვილი არ დაუკარგოს და ამავდროულად, საკმარისი ზომები მიიღოს იმისთვის, რომ ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების იმპორტირების საფრთხე მინიმუმამდე დაიყვანოს.

“საგარეო ტურიზმი როდესაც გაიხსნება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არ არსებობს რაღაც გარანტიები, რომ უცხოეთიდან არ იქნება შემოტანილი ინფექციები, მითუმეტეს, რომ მთელ რიგ ქვეყნებში ისევ გრძელდება ძალიან მძიმე და არასახარბიელო მდგომარეობა.

სწორედ აქ მართებს ჩვენს ხელმძღვანელობას, გამოძებნოს ისეთი ოპტიმალური ალგორითმები და მექანიზმები, რომ ერთი მხრივ ტურისტს არ დაუკარგოს სურვილი შემოვიდეს ჩვენთან, ან ჩვენს ტურისტს არ უნდა დაუკარგო სურვილი, რომ გავიდეს უცხოეთში და მეორე მხრივ, ეს ღონისძიებები იყოს საკმარისი იმისთვის, რომ არ შემოიტანონ, ან არ გაიტანონ ინფექცია „თუ ჩვენ ამასაც დავძლევთ, მაშინ ეს უნიკალური შემთხვევა იქნება პანდემიის ისტორიაში. მაშინ გამოვა, რომ საერთოდ დავძლიეთ პანდემია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, შიდა ტურიზმი საქართველოში 15 ივნისიდან აღდგება, 1-ლი ივლისიდან კი ქვეყანა უცხოელ ტურისტებს მიიღებს.

იტვირთბა....