aviabiletebi
მთავარი ციტატა

“კალაძე მიშა სააკაშვილთან ერთად რომ 24 საათი დადიოდა და პოზირებდა, სად იყო კახა კვეკვესკირი”

“სად იყო კახა კვეკვესკირი, კალაძე მიშა სააკაშვილთან ერთად რომ 24 საათი დადიოდა და პოზირებდა. თურმე, თუ ახლა მიშა სააკაშვილთან ვინმეს ფოტო აქვს გადაღებული, ამ ხალხის ცემა შეიძლება თურმე. “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ან აქტივისტს არ აქვს უფლება, დასვას კითხვა, რომ დიღმის ჭალები რატომ დააბეტონეთ, ან ანას ბაღს რატომ აბეტონებთ?”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლევან ხაბეიშვილი, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი

“მთავარი არხი”, “დღის სტუმარი”

მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა დედაქალაქის მერის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. შეგახსენებთ, გუშინ ვარკეთილში, თბილისის მერსა და აქტივისტებს შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კახა კვეკვესკირის თქმით, კახა კალაძემ მაისური შემოახია და სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა.

„სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, რადგან არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. საკმაოდ საინტერესოა. ორი მაისური გვაქვს ასეთი. ერთს გადავცემთ მას, მეორეს – მთავარ არხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....