aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

“სავარაუდოდ, თვითონ შემოიხია… მინდა ამ პიროვნებას გადავცე მაისური, რომელიც გამოადგება” – კახა კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ვარკეთილში გუშინ მომხდარ ინციდენტში ძალადობას ჰქონდა ადგილი. კალაძის თქმით, ადგილზე მივიდნენ პროვოკატორები, რომლებსაც არეულობის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.

„არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება. მათ ეს არ გამოუვიდათ. არანაირი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.

სარჩელის შეტანა მათი უფლებაა, შსს თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, სამოქალაქო აქტივისტმა თავად შემოიხია მაისური. მისივე თქმით, იგი ამ პირს მაისურს ჩუქნის.

„სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, რადგან არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. საკმაოდ საინტერესოა. ორი მაისური გვაქვს ასეთი. ერთს გადავცემთ მას, მეორეს – მთავარ არხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა დედაქალაქის მერის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. შეგახსენებთ, გუშინ ვარკეთილში, თბილისის მერსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კახა კვეკვესკირის თქმით, კახა კალაძემ მაისური შემოახია და სიტყვიერი შურაცხყოფა მიაყენა.

იტვირთბა....