“ჯერ ნუ ვიმარჩიელებთ, ვნახოთ, როცა ვაქცინა გამოვა. იმედია, რომ გამოვა. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ვაქცინა რაც შეიძლება მალე იყოს. ზოგს ეშინია, რომ ძალით აცრიან, ჩიპი იქნება კიდევ ვაქცინაში. ძალით არავინ არავის არ აცრის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვაქცინა როცა შეიქმნება ხელმისაწვდომიც იქნება. ეგ უფრო მაწუხებს.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
აღნიშნული განცხადება იმნაძემ ბრიფინგზე გააკეთა.
ქვეყანაში კორონავირუსით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, განცხადება ამირან გამყრელიძემაც გააკეთა.