ყოფილი დეპუტატის, ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა და პარლამენტის თავმჯდოარის არჩილ თალაკვაძის ბიძაშვილს ნუგზარ თალაკვაძეს ღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პატიმრბა შეეფარდა ნუგზარ თალაკვაძის მეგობარს გრიგოლ აბრალავასაც.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 2000-2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
ცნობისთვის, ნუგზარ თალაკვაძე და გრიგოლ აბრალავა პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავა. როგორც ირკვევა, ისინი პატრულმა ბერი სალოსის ქუჩაზე იმ დროს გააჩერა, როცა მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები ავტომობილით გადაადგილდებოდნენ.