“თუ ვინმეს უნდა შემოერთება ჩვენი კარები ღიაა. კარები ღიაა “ოცნების” ხალხისთვის, რომლებმაც გული და სული ჩადეს და წინა ხელისუფლება შეცვალეს და ასევე, ოპოზიციისთვის “ნაციონალური მოძრაობა” იქნება თუ “ევროპულ საქართველო” და ა.შ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ იმის გამო, რომ ერთხელ და სამუდამოდ პროგრამის და იდეის გარშემო მოხდეს კონსოლიდირება და არა იმის გამო, რომ მოდი ახლა ამას მოვერიოთ და მერე პარლამენტში რომ გავალთ აღმოჩნდება, რომ არც პროგრამა გვაქვს, არც ხედვა და არც ერთად ჯდომა გვინდა.”
მამუკა ხაზარაძე – “ლელოს” ლიდერი
აღნიშნული განცხადება ხაზარაძემ, “პალიტრანიუსის” ეთერში გააკეთა.
მისი თქმით, “ლელო” არჩევნებზე დამოუკიდებლად გავა.