ახალი ამბები მთავარი ციტატა

შესთავაზა თუ არა “ქართულმა ოცნებამ” თენგიზ ცერცვაძეს მაჟორიტარობა – ინფექციონისტი განცხადებას ავრცელებს

“ეს ინფორმაცია არა თუ სიმართლეა, არამედ ახლოსაც არ არის სიმართლესთან. მე მთელი ჩემი არცთუ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე, 70 წელს გადაცილებული ვარ, არც ერთხელ ვყოფილვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრი და არც რომელიმე ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშნული. 72 წლის ასაკში რომ პოლიტიკოსობას დავიწყებ, არამგონია, ვინმეს სჯეროდეს. არა თუ შემოთავაზება, არამედ მინიშნებაც კი არ ყოფილა. საერთოდ, ამ საკითხზე ჩემთან არავის არც კი უსაუბრია.”

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ, “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თენგიზ ცერცვაძის შესაძლო მაჟორიტარობაზე.

იტვირთბა....