ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, სავარაუდოდ არასრულწლოვანმა დედამ ახალშობილი ფანჯრიდან გაადაგდო

თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, სავარაუდოდ არასრულწლოვანმა დედამ ახალშობილი ფანჯრიდან გაადაგდო.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კორპუსში მცხოვრები მეზობლები ერთ-ერთი ქალბატონის შემზარავმა ყვირილმა გააღვიძა. ეს იყო ქალბატონი, რომელმაც კორპუსის წინ იპოვა გარდაცვლილი ახალშობილი.

არსებული ინფორმაციით, გოგონა 17 წლის არის და მისთვის ფეხმძიმობა არასასურველი იყო. მან სახლის პირობებში იმშობიარა რის შემდეგაც ბავშვის თავიდან მოშორების მიზნით ჩვილი ფანჯრიდან გადმოაგდო.

მეზობლები ასევე შემზარავ ფაქტზე საუბრობენ და ყვებიან, რომ ადგილზე მოსულმა სამართალდამცავებმა ბავშვის ცხედარი პოლიეთილენის პარკში გაახვიეს და ის გადააგდეს სანაგვე ურნაში, რომელიც შემდეგ დასუფთავების სამსახურმა წაიღო.

ჯერ-ჯერობით უცნობია სხვა დეტალები.

იტვირთბა....