საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 3 ივნისისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა..
1 აშშ დოლარი ხვალ 3.0772 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.1172 ლარი ღირდა.
ასევე, გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში. 1 ევრო ხვალ 3.4366 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4626 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 3 ივნისს ამოქმედდება.