aviabiletebi
მთავარი ციტატა

“მადლობა ღმერთს, რაც ამერიკაში ხდება, ჩვენთან არ ხდება”- დიმიტრი პესკოვი

“მადლობა ღმერთს, რაც ამერიკაში ხდება, ჩვენთან არ ხდება. ვიმეორებ, მადლობა ღმერთს.”
დიმიტრი პესკოვი – რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი
დიმიტრი პესკოვი აშშ-ში აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დეებსი განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
ამასთან, კრემლის პრესსამსახურის უფროსი აცხადებს, რომ სატელეფონო საუბრის დროს ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე არ უსაუბრიათ.
შეგახსენებთ, ამერიკაში აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები არ წყდება. აშშ-ს მასშტაბით 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.
aviabiletebi
ავიაბილეთები

დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ თეთრი სახლის სიახლოვეს. თუმცა, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად ამერიკელი სამხედროები გაგზავნოს.

იტვირთბა....