“ის (ტრამპი) არეულია თავის აზრებში და უფრო მეტიც. ის ანგრევს ქვეყანას. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვყავს ლიდერი, რომელსაც არ შეუძლია ღიად თქვას – Black Lives Matter. სწორედ ამიტომ, ის იმალება თეთრ სახლში. ის მშიშარაა. ვფიქრობ, ასეთ დროს უმჯობესია ის სრულ იგნორში ვამყოფოთ. ის სიტუაციას ვერ გამოასწორებს, რადგან უბრალოდ ფსიქიკურად შეშლილი იდიოტია.”
გრეგ პოპოვიჩი – „სან ანტონიო სპურსის“ მწვრთნელი
აღნიშნულით გრეგ პოპოვიჩი აშშ-ში აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დეებსი განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, ამერიკაში აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები არ წყდება. აშშ-ს მასშტაბით 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.
დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ თეთრი სახლის სიახლოვეს. თუმცა, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა, საპროტესტო აქციებზე ძალადობის ჩასახშობად ამერიკელი სამხედროები გაგზავნოს.