aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს თერმოსკრინინგით 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ალტერნატიული შეთავაზება ექნებათ

aviabiletebi
ავიაბილეთები

იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს თერმოსკრინინგის შედეგად 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, გამოცდის ჩაბარების ალტერნატივა ექნებათ.

ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, ერთობლივი ჯგუფია შექმნილი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრთან ერთად და რეკომენდაციების შემუსავება მიმდინარეობს.

“ვმუშაობთ, როგორი უნდა იყოს. რამდენი აბიტურიენტი უნდა იყოს დარბაზში, რამდენი კვადრატული მეტრი უნდა იყოს ერთმანეთთან დაშორება. ვიდრე საბოლოო რეკომენდაციები არ დაიდება, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. არის ჩვენი რეკომენდაციები, მაგალითად, როგორ უნდა გამოიყენონ ნიღაბი, თერმოსკრინინგი უნდა ჩატარდეს თუ არა შესვლისას. დარწმუნებული ვარ, ივნისის შუა რიცხვებში ეს გამოქვეყნდება.

გამოცდების გადადება დამოკიდებულია განათლების სამინისტროზე და ეპიდსიტუაციაზე, რომელიც იქნება ივნისში. მსჯელობა თერმოსკრინინგთან მიმართებაშიც მიმდინარეობს ამ ერთობლივ ჯგუფში. თუ დაფიქსირდა 37 გრადუსი, ამ დროს აბიტურიენტს არ გაუცდეს გამოცდა, რა უნდა გაკეთდეს. იქნება ალტერნატიული შეთავაზება, რომ აბიტურიენტი არ დაიჩაგროს“, – განაცხადა გამყრელიძე.

შეგახსენებთ, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები შესაძლოა აგვისტოს თვეში ჩატარდეს.

იტვირთბა....