ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩემი ეშინიათ, ყველაზე ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი…” – მეუფე იაკობი

მეუფე იაკობი სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც გარკვეული ჯგუფებიდან ეთნიკური შუღლის გაღვივებაზეა საუბარი. როგორც მეუფე ამბობს, აქ სასულიერო პირები არ მოიაზრებიან, რადგან ეკლესია შერიგებისკენ არის მოწოდებული.

“ზღაპრებს ნუ მიყვებით, ვინ უნდა გადამიყვანოს პასიურ მდგომარეობაში, კარგით რაა?! ვინ არის ის თეოლოგი? თეოლოგები კი არა კერპოლოგები არიან, დემონოლოგიაში გადასულები. სახელი მითხარით იმ ადამიანის, რომელმაც შენიშვნა უნდა მომცეს, რომელია? ჭორებით არ უნდა მელაპარაკოთ. მე როგორ უნდა გამანეიტრალოს საპატრიარქომ, როდესაც თავად ვარ საპატრიარქოს წარმომადგენელი, ან რისთვის?! ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო იმიტომ, რომ ასე თუ გააგრძელეს მე ვთქვი, სათითაოდ, ყველაზე, ვინც გამოჩნდება ყველაზე ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი ისე კი არა პეტრე, რომ ჭორაობს ქალივით. ჩემი ეშინიათ“, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. განცხადების მიხედვით, პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები ქვემო ქართლსა და კახეთში ეთნიკურად ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას ცდილობენ.

იტვირთბა....