ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

საფრთხოების სასახურმა დონალდ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანა

თეთრ სახლთან გამართული საპროტესტო აქციის მსვლელობის დროს უსაფრთხოების სასახურმა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი და შვილი ბარონ ტრამპი მიწისქვეშა ბუნკერში გადაიყვანა.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენიავრცელებს.

უსაფრთხოების სასახურმა პრეზიდენტი და მისი ოჯახის წევრები ბუნკერში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გადაიყვანა, სადაც დაახლოებით ერთი საათი გაატარეს.

თეთრ სახლთან აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ მინეაპოლისში, პოლიციის ფიზიკური ძალის გამოყენების შედეგად გარდაცვლილი 46 წლის აფორამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეებმა დროშები დაწვეს. პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

შეგახსენებთ, ამერიკაში აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები არ წყდება. აშშ-ს მასშტაბით 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა. 

ამასთან, ვვაშინგტონში აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა. ტუმცა გამოსვლები არ შეჩერებულა.

 

 

იტვირთბა....