ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რამდენი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ე.წ. საბურთალოს კლასტერში – ეზუგბაიას კომენტარი

“კორონავირუსის დადასტურებული 26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანში დაფიქსირდა, ოთხი საკარანტინო სივრციდან არის, ოთხი კი ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება”, – ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მიუხედავად დადასტურებული შემთხვევების მატებისა, მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მაინც 77%-ზე მეტია.

„26 ახალი შემთხვევიდან 18 შემთხვევა არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანი. თქვენ იცით, რომ ამ სოფლის კვლევა მუდმივად წარმოებს. კვლევისას დადასტურებული შემთხვევების იზოლაცია და სტაციონარებში მოთავსება ხდება, მაგრამ შემდგომში მათი კონტაქტების კვლევა გრძელდება. კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი.

აუცილებელია ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, ანუ მეთოთხმეტე დღისთვის კვლავ დაიტესტონ. აი, ასეთი პაციენტების შემატება გვაქვს ჩვენ, როდესაც არის ბოლნისის წყაროდან მატება. სადღაც 10-14 დღის განმავლობაში გვყავს ხოლმე მომატებული ციფრი 1-2 დღე და შემდგომში ეს ციფრები ყოველთვის ეცემა. იმედია შემდგომი, ყოველი მეთოთხმეტე დღე აღარ გვექნება ასეთი და მოვრჩებით მუშევანის შემთხვევებს.

დანარჩენი რვა შემთხვევიდან ოთხი არის საკარანტინო სივრციდან და ოთხი არის დადასტურებულ შემთხვევასთან ეპიდკვლევით მიღებული შემთხვევა. საბურთალოს კლასტერს რომ ლაპარაკობთ, ოთხი თვის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ იყო საბურთალოს კლასტერი, მაგრამ ამაზე აქცენტირება არ ხდებოდა, ამიტომ ამაზე აქცენტს არ გავაკეთებ. დედაქალაქი იყო სულ თითქმის. საბურთალოს წყაროდან მოძიებული პაციენტის კონტაქტი არის მხოლოდ ოთხი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, 31 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი.

იტვირთბა....