ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(ფოტოკოლაჟი) როგორ პირობებში ცხოვრობენ ქართველი “კანონიერი ქურდები” საბერძნეთის ციხეში – საბერძნეთის პოლიციამ მასშტაბური რეიდი ჩაატარა

საბერძნეთის პოლიციამ ნიგრიტის ციხეში მასშტაბური რეიდი ჩაატარა და აღმოაჩინა კეთილმოწყობილი საკნები, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ ქართველ „კანონონიერ ქურდებს“ და მათი კლანის წევრებს ეკუთვნით.

პროკურატურამ ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. თანამდებობიდან გაათავისუფლეს ციხის უფროსი და უსაფრთხოების რეჟიმის ინსპექტორი.

გამოძიების მიერ იდენტიფიცირებულია განსაკუთრებულ პრივილეგიებში მყოფი 30 პატიმარი, რომელთა შორის 19 ქართული მაფიის წევრია. პრივილეგირებულ პატიმრებს შორის ორი ქართველი „კანონიერი ქურდია“ – 31 წლის ნოდარ შუკაკიძე (ნოდო გლდანსკი) და 44 წლის დავით მაზანაშვილი (დათო რუსთავსკი).

.

იტვირთბა....