იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ რუსთაველის გამზირზე გამომიდინარე აქციას შეუერთდა.
“დღეს უკვე ყველაფერი ვითხრი საზოგადოებას. მე ვარ აქ, ხალხთან ერთად, ვიქნები სადაც შევძლებ მუდამ. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, პრეზიდენტი თავისუფლების მოედანზე მობილიზებულ სპეცრაზმელებთან მივიდა – “თქვენი მოვალეობა არ არის რომ დაშალოთ ხალხი, რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?” – მიმართა ზურაბიშვილმა სპეცრაზმელებს.
ცნობისთვის, პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანამხადაც “ქართული ოცნება” ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკებებს წყვეტს, საზოგადოების ნაწილის დიდი პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები პროტესტის მიზნით აქციებს “ოცნების” ოფისთან და პარლამენტის შენობის წინ მართავენ.