“შემთხვევათა რაოდენობა იმაზე მეტია ვიდრე ერთეული, მგრამ პოზიტიური ისაა, რომ ამ შემთხვევების კლასტერი ცნობილია და ერთ წყაროსთან არის კავშირში. ეს ყოველთვის იმედისმომცემია, რადგან კონტროლირებადია სიტუაცია. ჩვენ ყოველთვის გვაშინებს ისეთი შემთხვევები, რომელიც უცნობ წყაროსთან არის ასოცირებული. ამ დროს არის რისკი იმისა, რომ უკონტროლო გავრცელება ხდება. დღემდე კონტაქტების კვლევა შესაძლებელია, რადგან ახალი შემთხვევები, ცნობილ კლასტერებთანაა ასოცირებული. ამ დროს უკვე ადვილია ამ სიტუაციის მართვა.”
მაია ბუწაშვილი – ინფექციონისტი
აღნიშნული განცხადება ბუწაშვილმა, “ტვ პირველის” ეთერში გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჩამოყალიბდა ახალი კლასტერი.