ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩამოყალიბდა ახალი, საბურთალოს კლასტერი” – ამირან გამყრელიძე

ახალჩამოყალიბებული კლასტერი, ესენი არიან ერთი ოჯახი და ოჯახის ძალიან ახლო კონტაქტები. დიდი ალბათობით, შესაძლოა პირველწყარო იყოს ჩემი კოლეგა – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული კლასტერის ორი სხვადასხვა სავარაუდო წყარო არსებობს, რომელთა კონტაქტების კვლევა ახლა მიმდინარეობს.

“ეს ახალჩამოყალიბებული კლასტერი, ესენი არიან ერთი ოჯახი და ოჯახის ძალიან ახლო კონტაქტები. ინფიცირების პირველადი წყარო, როგორც ვფიქრობთ, უნდა იყოს ჩემი კოლეგა და შემდგომ იქიდან გავრცელებული ოჯახში და ოჯახის ახლო კონტაქტებში ინფექცია, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მიმდინარეობს კვლევა, დღესაც ჩვენი ჯგუფი იქ გასულია, იღებენ დამატებით ბიოლოგიურ ნიმუშებს და შესაბამისად, ჩაღრმავებული კვლევები გაგრძელდება. დიდი ალბათობით, შესაძლოა პირველწყარო იყოს ჩემი კოლეგა. იქ განიხილება ასევე მეორე, ის არის პირველწყარო თუ მისი ოჯახის წევრი, ამის დაზუსტება მიმდინარეობს. იქ, სადაც ჩემი კოლეგა მუშაობდა, მიმდინარეობს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, კარანტინის აუცილებლობა იქ არ არის.

კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, ეს გახლავთ საბურთალოს კლასტერი და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის, ყველა კონტაქტის კვლევა. ესენი არიან დევნილები თუ ადგილობრივი მცხოვრებლები, მე ამას არ დავაზუსტებ. ყველა ადამიანი, ვინც იყო კონტაქტში და გამოვლინდა, რომ არის პოზიტიური კოვიდდადებითი, ისინი გადაყვანილი არიან საავადმყოფოები, ხოლო კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს და ისინი გადადიან კარანტინში. სულ 11-ია. არის ორი, რომელიც დადასტურდა გუშინწინ და იმის 9 კონტაქტი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....