ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველას ჩვენი გაკეთებული საქმე გამოგვაჩენს.. მთავარიდან შემთხვევით არ გავმქრალვარ..” – ნოდარ მელაძე

ყველას ჩვენი გაკეთებული საქმე გამოგვაჩენს. დასასრული არ არსებობს, როდესაც სრულდება ერთი აუცილებლად იწყება სხვა – ამის შესახებ, ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ, “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, ახალი სატელევიზიო პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მელაძემ “მთავარი არხიდან” მისი წამოსვლის მიზეზი არ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ ამის შესახებ იქ დარჩენილმა მისმა მეგობრებმა იციან და თვითონ აღნიშნულ საკითხზე არ ისაუბრებს.

“ტელევიზიები, რომლის აშენებისთვისაც მეც ცოტა არ გამიკეთებია შემთხვევით არ ქრებიან და მთავარიდან მეც შემთხვევით არ გავმქრალვარ. დღეს, პირველიც, მთავარიც, ფორმულაც და კავკასიაც ჰაერივით სჭირდება ამ ქვეყანას. კრიტიკული მედია გადარჩენის მთავარი ინსტრუმენტია. ამიტომ არ მინდა ჩემი ნათქვამით ან ჩემი მოყოლილით, თუნდაც მცირედით დაზარალდნენ ის ტელევიზიები სადაც ახლაც ჩემი ბევრი მეგობარი მუშაობს.

ადამიანები ცხოვრების გზებზე სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. ეს გზები იყოფა, თუმცა ამ დროს არ უნდა დავკარგოთ სახე. მადლობა უნდა ვუთხრათ ერთმანეთს, ერთდ მუშაობისთვის და ღირსეულად დავემშვიდობოთ. ხოდა მე მადლობას ვეტყვი გუნდს ვისთანაც ბევრი ომი გამოვიარე, მათ ეს ყველაზე კარგად იციან რა მოხდა და რატომ მოხდა. ყველას ჩვენი გაკეთებული საქმე გამოგვაჩენს. დასასრული არ არსებობს, როდესაც სრულდება ერთი აუცილებლად იწყება სხვა.

მადლობა “ტვ პირველს” რომელმაც მომცა შანსი გაგვეკეთებინა ეს სატელევიზიო პროექტი ამ არხზე. ამ არხის სიძლიერე არის მის მრავალფეროვნებაში. მოკლედ ჩვენ ვიწყებთ,” – განაცხადა ნოდარ მელაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ მელაძემ “მთავარი არხი” 14 აპრილს დატოვა.

იტვირთბა....