ევროკავშირი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებისკენ მოუწოდებს – ინფორმაციას ამ შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი ავრცელებს.
მისივე თქმით, COVID-19-ის დასამარცხებლად გლობალური თანამშრომლობა და სოლიდარობაა საჭირო. ამასთან, ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზადაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას პანდემიასთან საბრძოლველად დამატებითი თანხები გამოუყოს.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა “ჯანმოსთან” ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ 29 მაისს განაცხადა.