aviabiletebi
მთავარი ციტატა

„სრულიად არარეალურად მეჩვენება, რომ მთელმა ოპოზიციამ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატი დააყენოს”

„სრულიად არარეალურად მეჩვენება, რომ მთელმა ოპოზიციამ მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატი დააყენოს. ყველა პარტიას, უპირველეს ყოვლისა, ანაღვლებს საკუთარი პროპორციული სია და მერე – მაჟორიტარები. ზოგიერთ პარტიას ეშინია, რომ მაჟორიტარულ ნაწილში საკუთარი კანდიდატების „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმება ამომრჩეველმა არ ჩაუთვალოს ამ პარტიასთან ალიანსში, ანუ ეშინიათ, რომ ამით ამომრჩეველს დაკარგავენ უკვე პროპორციული სიისთვის. საკუთარი სახის დაკარგვის ეშინიათ და ამიტომაც ამბობენ უარს მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე. ეს არის მთავარი მოტივაცია, რის გამოც პარტიები თავს იკავებენ. გარდა ამისა, არის პარტიების ნაწილი, ვინც რეალურად პარლამენტში სავაჭროდ აპირებს შესვლას, მათთვის პოლიტიკა ფულის შოვნის საშუალებაა და მეტი არაფერი. შესაბამისად, ვინაიდან ხელისუფლებისთვის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატები გამოწვევას წარმოადგენს, ისიც აქტიური მონაწილეა იმისა, რომ არ შედგეს ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე მოლაპარაკება”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი

“ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....