“ბატონო არჩილ, წესები დაიცავით, როგორც კი ბატონი ანრი მისთვის ჩვეულად ამ უაზრობის თქმას დაიწყებს, გაუთიშეთ, ხომ არ გეშინიათ? ამ კაცში საშიში არაფერია, გაუთიშეთ ხოლმე. ფეხაკრეფით გაპარვა რა არის? ვინმესთან მაინც კონსულტაცია გაიარეთ ხოლმე, ვიდრე სიტყვებს შეარჩევთ. ჩვენ იცი რაზე ვზრუნავთ? რომ გასაქცევი არ გქონდეთ არჩევნები რომ მოვა თქვენ, ბატონო ანრი, ფეხაკრეფით რომ წახვიდეთ. გაიგე?!”
გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ ბოკერიამ პარლამენტში ანრი ოხანაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
აღნიშნულით ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ურჩია, სხვა დროისთვის ოხანაშვილის საუბრისას მიკროფონი გაუთიშოს.
ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას შემდეგი განცხადებით მიმართა – “ფეხაკრეფით გაიპარებით და აქ ცარიელი სკამებია ხოლმე. დღესაც ასე აპირებთ, თუ გეყოფათ მოთმინების უნარი, პოლიტკორექტულობა, დაგველოდებით.”
პარლამენტში დეპუტატები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.