“ბატონო პრემიერო, როგორც განაცხადეთ, არ დაგხვდათ, დასავლური განვითარებული ეკონომიკა. ასეთი არ დაგხვედრიათ, მაგრამ დაგხვდათ ეკონომიკა, რომელიც იზრდებოდა 8%-ით, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს რუსეთის აგრესიამ ჩამოგვიყვანა ორნიშნა ზრდიდან, რომელიც მანამდე მიდიოდა. თქვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა 4% არცაა და ამიტომ ხვდება საქართველო ისეთ სიღარიბეში, როგორც ხვდება პანდემიის გამოწვევების დროს. სად წავიდა ის ეკონომიკური ზრდა. და რატომ არ უნდა ყოფილიყო მოსახლეობა ორჯერ მეტად მდიდარი, ვიდრე დღეს არის თუ შევინარჩუნებდით იმ მაჩვენებელს, რომელიც გვქონდა 2012 წელს. სად წავიდა ეს ზრდა და ვინ შეჭამა საქართველოს მოქალაქეების მომავალი. ეს მომავალი შეჭამა იმ ქართულ-ჯიგრულმა მიდგომამ, რომელსაც თქვენ ეძახით კორუფციას და რომელიც ისჯება სისხლის სამართლით.. ამ კორუფციამ შეჭამა საქართველოს მომავალი.”
სალომე სამადაშვილი – “ნაციონალუირ მოძრაობის” წევრი
ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა პარლამენტში კითხვის დასმისას განაცხადა.
პრემიერმა განაცხადა რომ, მათი ხელისუფლებისთვის გერმანიის დონის ეკონომიკა არ დაუტოვებიათ.
პარლამენტში დეპუტატები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ინტერპელაციის წესით უსმენენ.. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია ოპოზიციამ დაიბარა.