“ზღვაზე დასვენება თავისთავად რისკის მომცველი არ არის. ოღონდ არ დაგავიწყდეთ ფიზიკური დისტანცირება. დასვენება არ ნიშნავს იმას, რომ ძალიან ახლო ვიყოთ ადამიანებთან. მით უმეტეს თუ ისინი თქვენი ოჯახის წევრები არ არიან და მათი ჯანმრთელობის შესახებ არაფერი იცით. სანაპიროზე შეზლონგებიც დისტანციით უნდა განლაგდეს. ასევე უნდა დასუფთავდეს და გაიწმინდოს ყოველი მოხმარების შემდეგ. ზღვაში ბანაობისას ფრთხილად უნდა ვიყოთ. თვითონ ზღვის წყალი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანის მიერ გამოფრქვეული წვეთები, თუ ის ინფიცირებულია კორონავირუსით.”
ხათუნა ზახაშვილი – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი