“გუშინ სრული ლუსტრაცია მოხდა იმისა, რაც ჩვენს ქვეყანაში ამ ურთულეს პერიოდში ხდება. ოპოზიცია და ვირუსი აღმოჩნდნენ ცალ მხარეს. ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ეს ნათლად გამოიკვეთა. მთავარი თემა იყო, რატომ არ რიგდება 1000-1000 ლარი ყველა ადამიანზე. ფაქტია, გამოიკვეთა ის, რომ არ არსებობს დარგი და მიმართულება, სადაც კომპეტენტური მმართველობა არ არის და გაქრა მითები, რომ პრემიერის ხელმძღვანელობით გუნდი დაბნეულია, ან არაფორმალურად იმართება და ა.შ. რასაკვირველია, გაბრაზებული ოპოზიცია ახლა ილაპარაკებს კორუფციაზე, რაღაც შეუსრულებელ დაპირებებზე და პოლიტიკურ პატიმრებზე.”
გია ვოლსკი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი
ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებთან პრემიერის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
გუშინ პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხა.