მთავარი ციტატა

“ხელისუფლება ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ვერ დააბრალებს, რადგან მათ ამისთვის საკმარისი ხმები აქვთ”

“ვიბრძოლებდი, რომ შეთანხმება შესრულდეს. მე რომ მქონდეს პარლამენტში ხმა, ამ კანონპროექტს მივცემდი ხმას. ხელისუფლება ოპოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას ვერ დააბრალებს, რადგან მათ ამისთვის საკმარისი ხმები აქვთ. ხელისუფლებას ოპოზიციის გარეშეც აქვს საკმარისი ხმები, რომ ეს კანონპროექტი გავიდეს.”

ნინო ბურჯანაძე – “ერთიანი საქართველოს” ლიდერი

ამის შესახებ ბურჯანაძემ “დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ თუ ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმებას არ შეასრულებს, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. ამაზე, ხელისუფლების წევრები აცხადებენ, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ოპოზიციის გამო ჩავარდება, ეს მათი პასუხისმგებლობის საგანი გახდება.

იტვირთბა....