“როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს ერთხელ სწორ დროს, გახარიამ აღიარა, რომ დიახ, “ქართული ოცნების” მიდგომა არის “ქართულ-ჯიგრული”, ანუ კორუფციული დამოკიდებულება საკითხების მიმართ და გუშინვე მოიყვანა ამის მაგალითი – სამშენებლო ბიზნესის სუბსიდირება.”
სალომე სამადაშვილი – “ნაციონალურ მოძრაობის” წევრი.
ამის შესახებ სამადაშვილმა ჟურნალისტებთან პრემიერის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
გუშინ პარლამენტში დეპუტატებმა პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას მოუსმინეს, რომელმაც საგანგებო მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. პრემიერმა პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ, რომელიც კორუფციას ეხებოდა,გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არის და თუ რომელიმე კომპანია უფრო მეტად პრივილეგირებულია, ეს მხოლოდ “ქართულ ჯიგრულ პონტში” ხდება.