“ჩვენ ვატარებთ მცირე კვლევას ჯანმრთელ მოსახლეობაში, 1000 კაცზე, ჯერ არ დამთავრებულა ეს კვლევა და შედეგები არ არის შეჯამებული. დავუშვი ერთი უნებლიე ტექნიკური შეცდომა და ვთქვი, რომ წინასწარი მონაცემებით გვაქვს 6-10%. უნდა მეთქვა, რომ გვყავს 6-10 ადამიანი პოზიტიური და არა პროცენტი.”
თენგიზ ცერცვაძე – ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
აღინშნული განცხადებით ცერცვაძე გამოეხმაურა, მისივე განცხადებას, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი საქართველოს მოსახლეობის 10%-ს აქვს მოხდილი. იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ვირუსი გადაიტანა, 350 ათასამდე გამოდიოდა.