ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ივანიშვილმა ახალი რელიგიის მშენებლობა დაიწყო და შექმნა კიდეც” – ხუხაშვილი

ივანიშვილმა დაიწყო ფაქტობრივად არა პარტიის მშენებლობა, არამედ ახალი რელიგიის მშენებლობა დაიწყო და შექმნა კიდეც – ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა, “მთავარი არხის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

“რაღაც მომენტში, მან გადაწყვიტა მარტო დარჩენა. ზეადამიანის კომპლექსი გაუჩნდა, შეიძლება ითქვას. მე ამას მაინც კომპლექსს დავუძახებ და მან დაიწყო ფაქტობრივად არა პარტიის მშენებლობა, არამედ ახალი რელიგიის მშენებლობა დაიწყო და შექმნა კიდეც. “ქართული ოცნება” ეს ხომ არ არის პარტია, ეს არის რელიგია, რომელსაც ჰყავს თავისი ღვთაება თავის ყველა ატრიბუტით.

თვითონ ამბობენ კიდეც, აი, ეს მანტრები რელიგიური ხომ მოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად არ არის, მაგრამ ყველგან არის, “ითხოვე და მოგეცემა, მაგრამ მისი ხელიდან, სხვა ხელიდან არა”. აი, ეს მანტრები, რაც “ქართულ ოცნებაში” მის მიმართ ტრიალებს და იგივე ბოლო განცხადება, რომ გაავრცელეს, თუ დააკვირდებით, ეს არის რელიგიური ტექსტი. ეს არ არის უკვე გარკვეული ტიპის რელიგია და ბიძინა ივანიშილმაც დაიჯერა” – განაცხადა ხუხაშვილმა.

იტვირთბა....