ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ტურისტული სეზონის გახსნა ტრანსპორტის ამოქმედებაზე უფრო მეტ რისკს შეიცავს” – ცერცვაძე

“მიმაჩნია, რომ ჩვენმა მთავრობამ, რომელიც აქამდე ძალიან კარგად მართავდა ამ კრიზისს, რაღაც ფანტაზია უნდა გამოიჩინოს და ოპტიმალური ალგორითმი უნდა შექმნას, როგორ მივიღოთ უცხოელი ტურისტები, ისე რომ მათ არ დავუკარგოთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი. მეორე მხრივ, ჩვენს მოსახლეობას რა რეგულაცია უნდა დავუწესოთ, რომ მათაც არ გაუქრეთ მოგზაურობის სურვილი. ეს არის ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც დგას ჩვენი მთავრობის წინაშე. როგორ გაართმევს თავს ამას, წინასწარ ვერ გეტყვით – იმედს ვიტოვებ, რომ კარგად.”

თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი

აღნიშნული განცხადება ცერცვაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, უფრო მეტ რისკს ტურისტული სეზონის გახსნა შეიცავს, როდესაც საქართველოში ჩამოვლენ უცხოელები და ჩვენი მოქალაქეები დაიწყებენ მგზავრობას უცხოეთში.

იტვირთბა....