“ჯერ ეს კვლევა, რამდენადაც მე საქმის კურსში ვარ, არ დაწყებულა, მხოლოდ საუბარია კვლევის დიზაინზე, ანუ როგორი დიზაინით უნდა გაკეთდეს კვლევა.. ზოგადი ეპიდსიტუაცია გვაქვს ჩვენ და არავითარი გართულება „პლაქვენილის“ გამოყენებასთან დაკავშირებით არ ყოფილა. სანამ სერიოზული ინფორმაცია და მტკიცებულებები არ დაგროვდება, მანამდე არ მგონია იყოს მკაცრი გადაწყვეტილებები გამოყენებასთან ან არ გამოყენებასთან დაკავშირებით. უნდა დაგროვდეს შესაბამისი მასალა. რამდენიმე ათეული კვლევა მსოფლიოში, როგორც გითხარით. შემდგომში ეს ყველაფერი შეჯერდება და იქნება ერთიანი რეკომენდაციები.”
ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი
ამის შესახებ გამყრელიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო პრეპარატების კვლევიდან მედიკამენტი “ჰიდროქსიქლოროქინი“ („პლაქვენილი“) დროებით ამოიღო. “სოლიდარობის კვლევიდან“ აღნიშნული პრეპარატის ამოღების მიზეზი ის არის, რომ ვინც “პლაქვენილს“ იღებდნენ, გულის პრობლემებით მათი გარდაცვალების რისკი იზრდებოდა.