მთავარი ციტატა

“აჯობებს, ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ამ ბავშვს”- სოფიო კილაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ზედმეტი აჟიტირებისგან თავი შეიკავონ

“ამ საზოგადოებრივი დისკუსიების და ბევრი ლანძღვის ფონზე, მგონია, რომ ყველაზე მთავარი გამორჩა ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, ეს არის ის მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც ჩართულია ამ თემაში. მგონია, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, რჩება ინტერნეტსივრცეში და როცა ეს ბავშვი გაიზრდება, გარკვეულ ასაკს მიაღწევს, დიდი ალბათობით მას მოუწევს ამ ყველაფრის წაკითხვა, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ამ ბავშვის მომავალს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი შევიკავოთ ამ ყველაფერზე ზედმეტად აჟიტირებისგან. ალბათ, აჯობებს, რომ ყველა ერთად, მთელი საზოგადოება გავუფრთხილდეთ ამ ბავშვს.”

სოფიო კილაძე – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

ამის შესახებ სოფიო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ  22 მაისს ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა. პროკურატურა დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. 

პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.

დღეს, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.

იტვირთბა....